ხართ ქალი მეწარმე და გსურთ განავითაროთ თქვენი ბიზნესი?
WeVenture შექმნილია მხოლოდ ქალებისთვის, რათა უზრუნველყოს მხარდამჭერი გარემო, სადაც შეძლებთ განავითაროთ თქვენი ბიზნესი, აიმაღლოთ უნარ-ჩვევები და დაუკავშირდეთ მენტორებს, სხვა მეწარმეებსა და ინვესტორებს.
პროგრამა მორგებულია თქვენს საჭიროებებზე. ის დაგეხმარებათ განავითაროთ მეწარმეობრივი აზროვნება, დახვეწოთ ბიზნეს უნარები და თავდაჯერებულად წარადგინოთ თქვენი ბიზნესი ინვესტორებთან.